ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.57% დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.66 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.7 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.
უბნების 99.57%-ის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს მიღებული, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 ხმა (37.7 პროცენტი).
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 555 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენი პროცენტები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.
რადგანაც 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, საჭირო ხდება მეორე ტურის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა გაიმართოს.
GUARDIAN.GE წარმოგიდგენთ იმერეთის 12 საარჩევნო ოლქის ცესკო-ს 100%-იან პირველად მონაცემებს, რომლითაც ჩანს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 6 ოლქში, მათ შორის ქუთაისშიც, გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენ 6 ოლქში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
გრიგოლ ვაშაძემ იმერეთის რეგიონში ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის ოლქებში გაიმარჯვა.
წყალტუბოს 58-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 48.2%, სალომე ზურაბიშვილი 32.93%, (67 უბნიდან დათვლილია 67+1 უბანი).
სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 41.4%, სალომე ზურაბიშვილი 37.45%, (50 უბნიდან დათვლილია 50-ივე უბანი).
ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 46.83%, სალომე ზურაბიშვილი 35.82%, (37 უბნიდან დათვლილია 37-ივე უბანი).
ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 38.57%, სალომე ზურაბიშვილი 35.52%, (53 უბნიდან დათვლილია 53-ივე უბანი).
ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 38.33%, სალომე ზურაბიშვილი 37.89%, (30 უბნიდან დათვლილია 30-ივე უბანი).
ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 46.98%, სალომე ზურაბიშვილი 28.67%, (123 უბნიდან დათვლილია 122+1 უბანი).
თერჯოლის, ვანის, საჩხერის, ხონის, ჭიათურის, ხარაგაულის საარჩევნო ოლქებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
თერჯოლის 49-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 37.85%, გრიგოლ ვაშაძე 28.1% (33 უბნიდან დათვლილია 33-ივე უბანი).
ვანის 53-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 46.69%, გრიგოლ ვაშაძე 26.45% (31 უბნიდან დათვლილია 31-ივე უბანი).
ხონის 55-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 42.13%, გრიგოლ ვაშაძე 23.95% (29 უბნიდან დათვლილია 29+1 უბანი).
ხარაგაულის 48-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 47.4%, გრიგოლ ვაშაძე 30.99% (37 უბნიდან დათვლილია 37-ივე უბანი).
ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 42.8%, გრიგოლ ვაშაძე 31.15% (58 უბნიდან დათვლილია 58-ივე უბანი).
საჩხერის 50-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 77.08%, გრიგოლ ვაშაძე 10.28% (57 უბნიდან დათვლილია 57-ივე უბანი).
სამეგრელო-ზემო სვანეთის საარჩევნო ოლქებში არსებული სურათის სანახავად მიჰყვევით ბმულს. აღნიშნული რეგიონის 9 საარჩევნო ოლქიდან 6-ში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.