ცესკო-ს 100%-იანი მონაცემებით, შიდა ქართლის 4-ვე საარჩევნო ოლქში - ხაშურში, გორში, ქარელსა და კასპში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
29-10-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% (3 705 უბნიდან 3 692+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.

 


მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

 


დანარჩენი პროცენტები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება.

 

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.

 


რადგანაც 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, საჭირო ხდება მეორე ტურის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა გაიმართოს.

 


GUARDIAN.GE წარმოგიდგენთ შიდა ქართლის 4-ივე საარჩევნო ოლქის ცესკოს პირველად 100%-იან მონაცემებს, რომლითაც ჩანს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყველა ოლქში დაამარცხა.

 

 

გრიგოლ ვაშაძემ შიდა ქართლის რეგიონში ოთხივე - ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის ოლქში გაიმარჯვა.

 


ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 43.7%, სალომე ზურაბიშვილი 33.16%, (52 უბნიდან დათვლილია 52-ივე უბანი).

 


ქარელის 33-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 42%, სალომე ზურაბიშვილი 35.16%, (39 უბნიდან დათვლილია 39-ივე უბანი).

 


გორის 32-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 42.5%, სალომე ზურაბიშვილი 34.61%, (105 უბნიდან დათვლილია 105-ივე უბანი).

 


კასპის 30-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 39.64%, სალომე ზურაბიშვილი 39.27%, (38 უბნიდან დათვლილია 38-ივე უბანი).

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის ცესკოს პირველადი მონაცემები კი ასეთია:

 

 

იმერეთის 12 საარჩევნო ოლქის ცესკო-ს 100%-იანი პირველად მონაცემებით ჩანს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 6 ოლქში, მათ შორის ქუთაისშიც, გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენ 6 ოლქში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 9 საარჩევნო ოლქიდან 6-ში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

 

 

კახეთის 8 საარჩევნო ოლქიდან 4-ში სალომე ზურაბიშილი ლიდერობს, დანარჩენ 4-ში კი, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი