ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.97% (3 705 უბნიდან 3 693+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.
GUARDIAN.GE წარმოგიდგენთ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 საარჩევნო ოლქის, ცაგერის, ლენტეხის, ონის და ამბროლაურის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, 4-ვე საარჩევნო ოლქში მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ცაგერის #45 საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი - 47.42%, გრიგოლ ვაშაძე - 27.66% (41 უბნიდან დათვლილია 41 უბანი).
ლენტეხის #46 საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი - 57.96%, გრიგოლ ვაშაძე - 17.3% (23 უბნიდან დათვლილია 23 უბანი).
ონის #43 საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი - 50.32%, გრიგოლ ვაშაძე - 24.71% (23 უბნიდან დათვლილია 23 უბანი).
ამბროლაურის #44 საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი - 50.12%, გრიგოლ ვაშაძე - 27.79% (37 უბნიდან დათვლილია 37 უბანი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.