საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ რაც შეიძლება მეტ ადამიანი ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დამკვიდრებული აზრი, რომ ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსების მხრივ ღარიბია, - მცდარია.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პროგრამა „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, ეკონომიკურმა საბჭომ და შესაბამისმა სამინისტროებმა, თითოეული რეგიონის პოტენციალი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს დიდი რესურსი აქვს, რომელსაც არ იყენებს.
ამის შესახებ მან სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.
„გეტყვით, რომ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომ ჩვენ ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, არის მცდარი.
რამდენიმე თვის წინ, რეგიონებში ვიზიტი დავიწყე. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც პირობითად „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ დავარქვით. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ და სამინისტორებმა თითოეული რეგიონი დაამუშავეს. რაიონის დონეზე, ჩვენ იქ არსებული პოტენციალი შევისწავლეთ. ეს არის ადამიანური რესურსები, ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც საქართველოში არსებობს - გარწმუნებთ, რომ ეს უნიკალურია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია. წლების განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენი რესურსების დაკონსერვება, მათი მიძინება და არგამოყენება ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროსაც და მანამდეც, სახელმწიფოს, უნიკალურ რესურსებით სარგებლობის ასეულობით ლიცენზია აქვს გაცემული იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას არ იყენებენ.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ბუნებრივი რესურსების გამოუყენებლობა დანაშაულია.
მისი ინფორმაციითვე, ამ კუთხით საქართველო ასეულობით მილიონ დოლარს კარგავს და ეს ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა გამოასწოროს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისინი იმ ადამიანებთან საუბარს აპირებენ, რომელთაც ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიები აქვთ აღებული და ვერ იყენებენ.
„თავის დროზე, სხვადასხვა ადამიანის ლობირებით, სახელმწიფოს რესურსები ხელში კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიგდეს და ეს რესურსები დღეს გამოუყენებელია. ეს დანაშაულია და მე ამას ასე ვუყურებ. არავის აქვს უფლება, რომ სახელმწიფოს კუთვნილი რესურსები არ გამოიყენოს და პირადი ინტერესებით შემოინახოს. უკვე რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ამ ლიცენზიებისა და რესურსების აღწერა და სისტემიზირება პრაქტიკულად დავასრულეთ.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან კონკრეტულად ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ლიცენზიები (წლების წინ 20 წლის წინ და შემდეგაც, უკვე სააკაშვილის დროს აღებული) და რომლებსაც ვერ იყენებენ.
ამით ჩვენ ასეულობით მილიონ დოლარს ვკარგავთ. ამას კარგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი სახელმწიფო, რაც ყოვლად დაუშვებელია და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.