ეკა ბესელია: „მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა - აქ არის შავი და თეთრი; წარსული და მომავალი“
29-10-2018, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იურიდიული კომიტეტის თავმდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, რადგან მისი თქმით, „აქ არის შავი და თეთრი; წარსული და მომავალი“.

 


„რაც შეეხება ცალკეული კანდიდატების თუ პარტიების განცხადებას ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლების მხარდაჭერისკენ. ეს არის ყველა იმ იდეალის და ყველა იმ ღირებულების ფეხქვეშ გათელვა, ჩემი გადასახედიდან, რისთვისაც ისინი ოდესმე ერთი დღით მაინც ქუჩაში გამოსულან თუ სადმე სხვაგან უბრძოლიათ. იმ ვითარებაში, როდესაც იყო შესაძლებლობა მესამე ან მეოთხე კანდიდატისთვის მიეცათ ხმა მოქალაქეებს და ეს შესაძლებლობა იყო ამ არჩევნების დროს, და ვინც არ არძლევდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიაჩნდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მე მგონია, რომ ყველა ეს მოქალაქე აცნობიერებს, მიუხედავად იმისა, რა განცხადება გააკეთა ბაქრაძემ, ან რა განცხადება გააკეთა რომელიმე სხვა კანდიდატმა, აცნობიერებს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა. აქ არის შავი და თეთრი; წარსული და მომავალი“, განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი