გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა, „ქართული ოცნება" „მონაცემებით მანიპულაციას ცდილობს".
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაფიქსირდეს რეალური შედეგები. გაყალბებული უბნები, ტოტალური გაყალბება არის განსაკუთრებით ნინოწმინდასა და ახალქალაში - ნაჯახივით არის ჩამოწერილი, გეგონებათ, კომპიუტერში დაწერეს პირდაპირ ერთნაირი ციფრები უბნებიდან უბანზე. ეს უბნები აუცილებლად უნდა გაუქმდეს და შესაბამისი რეზულტატი უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. ასევე მინდა გამოვეხმაურო „ევროპული საქართველოს" ინიციატივას - კი ბატონო, მზად ვართ, ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, რომ საერთო შტაბი შეიქმნას ოპოზიციური ძალებისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში. ამაზე აუცილებლად გვექნება კონსულტაციები მათთანაც, სხვასთანაც", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.