„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მხარდაჭერა არც ზურაბიშვილს და არც ვაშაძეს არ ექნება.
„მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ყველას ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და მომცა ხმა. მეორე ტურს რაც შეეხება, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილ-ივანიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. ამის თაობაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ეთერიდან, ამ შემთხვევაში სიცრუის ტელევიზიასთან ნამდვილად არ გვქონდა საქმე, აშკარად ჟურნალისტს შეეშალა ჩემი გვარი ახსენა სხვა პარტიებთან ჩამონათვალში, როცა მე თითქოს მხარი დაუჭირე ვაშაძეს და მან მე მადლობა მომიხადა, ეს არ შეეფერება სიმართლეს და აშკარად ჩემი ყოფილი პარტიის „რესპუბლიკელების“ თემასთან დაკავშირებით წამოსცდათ ჩემი გვარი და ამიტომ ყველას მივმართავ ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება.... გარდა საპრეზიდენტო ცვლილებების, ჩვენ ვართ სახელისუფლებო ცვლილების მიჯნაზე, რაც უკვე გარდაუალია, ამიტომ მე ვარ დაკავებული და ვიქნები დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, მე მივამართავ ოპოზიცურ კოლეგებს აქეთ ნუ დამიწესებენ ოპოზიციურ სტანდარტებს... თუ სააკაშვილმა მოიგდო ხელში ძალაუფლება, ის არც ერთ ვარიანტში არ გაუშვებს ხელიდან მაჟორიტარულ სისტემას, რომ შექმნას საკონსტიტუციო უმრავლესობა“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.