ლინკოლნ მიტჩელი: თუ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ქვეყანაში სიტუაცია ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო - თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებისკენ
29-10-2018, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი, კოლუბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების უკეთესად ჩატარებაც შეიძლებოდა.

 

 

როგორც მიტჩელი ამბობს, მეორე ტურში თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, „ქვეყანაში სიტუაცია ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო", ხოლო გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებს.

 

 

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა, თუმცა უკეთესად ჩატარებაც შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც კარგი დღე არ არის „ქართული ოცნებისთვის". დავუშვათ, თუ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ქვეყანაში სიტუაცია ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო, მაგრამ თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს გარკვეულწილად, კარგი იქნება, რადგან ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებისკენ", განაცხადა მიტჩელმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დაშვებულ სამ ძირითად შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა რეალურად ასე არ არის. გეტყვით სამ მიზეზს თუ რა შეცდომები დაუშვა „ქართულმა ოცნებამ." პირველი, სალომე ზურაბიშვილი არ იყო ძლიერი კანდიდატი, მეორე ხელისუფლებას ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ისინი ვერ გადმოსცემენ რეალურად რა ხდება ქვეყანაში, მესამე „ქართული ოცნება" მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგს მიჰყვება", აღნიშნა მიტჩელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი