საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია. ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
3 705 საარჩევნო უბნის მონაცემებით:
სალომე ზურაბიშვილი - 38.64%
გრიგოლ ვაშაძე - 37.74%
დავით ბაქრაძე - 10.97%
დანარჩენმა კანდიდატებმა 5% ვერ გადალახეს.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, კანონის მიხედვით დაინიშნება მეორე ტური. არსებული შედეგებით, მეორე ტური მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ვაშაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.