საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლედ მიმოიხილა, საიდან დაიწყო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში და განაცხადა, რომ სადღეისოდ, 130-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაირაღებული.
“როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ აქტიურად მეწარმეობის განვითარება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს არაერთ ანგარიშში არის ასახული, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სხვა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პირველ წელს იაფი აგროკრედიტის განვითარება. 130-ზე მეტი საწარმოა დღეისთვის დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაიარაღებული. ჯამში ჩვენ 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში. ამას გარდა, ჩვენ ძალიან წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადად ბიზნესთან. გასულ წელს, როდესაც უკვე სამრეწველო დარგების განვითარება დავიწყეთ, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით ძალიან კარგი სახელი -“აწარმოე საქართველოში”. ეს არის გაგრძელება იმ ინიციატივის, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა მთავრობამ დაიწყო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” წარმატებით განხორციელებისთვის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.