ნინო ბურჯანაძე: „ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან: ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს?“
29-10-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს“, აცხადებს „რუსთავი 2"-თან საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ „უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში“. 

 


„ამ პროცესებმა მე დამანახა ის, რაზეც ვლაპარაკობდი 2012 წლიდან, უფრო 2013 წლიდან მოყოლებული. რაზეც ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს. მე ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს. აი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ დღეს გადაახდევინა ბიძინა ივანიშვილს ფასი იმ დამარცხებით, რომელიც მან იწვნია,“ განაცხადა ბურჯანაძემ, რომელმაც მისი სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადების გაკთებისაგან თავი შეიკავა და თქვა, რომ „ახლა ბიძინა ივანიშვილმა ინერვიულოს“.

 


„ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე და მან ეს უნდა გაითავისოს და უნდა ხვდებოდეს, წესით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ, რეალურად, უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი