„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა: „თქვენ შექმენით პრეცედენტი, როდესაც „ნაცმოძრაობას“ აქვს უფლება, ილაპარაკოს რომ არის მეორე პოლიტიკური ძალა“
29-10-2018, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ ახლა ქვეყანაში შექმენით პრეცედენტი, როდესაც „ნაცმოძრაობას" აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს რომ არის მეორე პოლიტიკური ძალა", ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომაიამ მმართველ პოლიტიკურ გუნდს.

 


ლომაიას თქმით, ფარული ჩანაწერით, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარია ასახული, დასტურდება, რომ სააკაშვილს საქართველო ეზიზღება.

 

 

„ამ მწამებლებს აქვთ უფლება დღეს პირდაპირ ილაპარაკონ, რომ არიან მეორე პოლიტიკური ძალა და 2020 წელს ზუსტად ასე იქნება. პირველი პოლიტიკური ძალა იქნება. ამერიკელები დღეს და ევროპელები ამათ დაუჭერენ ყველაფერში მხარს. ფინანსური დახმარებაც არ მოაკლდებათ და არც ფიზიკური დახმარება და ეს არის თქვენი დამსახურება", განაცხადა გიორგი ლომაიამ, რომლის განცხადებასაც სავარაუდოდ, სააკაშვილისა და ალასნიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ გავრცელებულ ჩანაწერში არა თემურ ალასანია, არამედ რობოტი ლაპარაკობს.

 

 

გიორგი ლომაიას განცხდებებს, მმართველი გუნდის წევრი ირაკლი სესიაშვილიც გამოეხმაურა.

 

 

„არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს. ყველანაირ კონსტიტუციურ მოცემულობას მივყვებით და ეს ყველამ უნდა გაიაზროს", აღნიშნა სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი