საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს ულოცავს.
ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერის თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსებას ვერავინ წაართმევს.
„დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა - ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ“, აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.