გიორგი მარგველაშვილი: არჩევნების პროცესში ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო მედიით გაზიარებული ინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხებოდა
29-10-2018, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არჩევნების პროცესში ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო მედიით გაზიარებული ინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხებოდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ იგი მეორე ტურს ელოდებოდა.

 

 

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამომრჩეველი ყველაზე წმინდას და ყველაზე ძლიერს, რაც მას, როგორც მოქალაქეს აქვს, თავის ხმას, რომ განაპირობოს ხელისუფლების ფორმირება, აი, ამ ხმის გაყიდვის წინაშე დგას, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე არის... კიდევ ერთხელ ვხედავ, რაც არაერთხელ მინახავს, როგორ უჭირს მოსახლეობას, რა მძიმე ეკონომიკური ფონია, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ყველაზე წმინდა სამოქალაქო მანდატს - მანდატს, შექმნას ხელიუფლება, ეს შეიძლება გაცვალოს ამომრჩეველმა. ეს მაჩვენებს იმ მძიმე ეკონომიკურ ფონს, რომელიც ყოველთვის მთრგუნავდა და ახლაც მთრგუნავს“, აღნიშნა მარგველაშვლმა. 

 


მან მოუწოდა ხელისუფლებას, არ ოდესმე, არა ხვალ და ზეგ, არამედ მეორე ტურზევე უნდა იყოს გამოსწორებული ის დარღვევები, რომელზეც საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიგვითითეს.

 


მან ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურში. მისი თქმით, მეორე ტური არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია მასში ისეთივე აქტიურობით იყვნენ ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლები, როგორც ეს პირველ ტურში იყვნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი