რა გვიდგას წინ თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არის ასანთის წარმოება. რაც არის ელემენტარული, ამას სჭირდება 20 კვადრატული მეტრის საწარმოს დადგმა. რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანა, რომელიც მილიონობით ბოთლ წყალს აწარმოებს, ბოთლი შემოგვაქვს სხვა სახელმწიფოებიდან, - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში ძალიან სერიოზული წინსვლაა. წლის ბოლოს იქნება საბოლოო შედეგები, "მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთა".
პრემიერის განცხადებით, ერთ-ორ წელიწადში შეძლებენ მთლიანად ჩაანაცვლონ იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ძირითადი, რაც ჩვენთან მოდის.
"მე არ ვსაუბრობ ტროპიკულ ხილზე და ა.შ. ის, რაც ჩვენთან ვერ მოდის, მაგრამ ის, რისი მოყვანაც ჩვენ შეგვეძლება საქართველოში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წარმოება და უნდა ჩავანაცვლოთ, იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, პირიქით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ადგილობრივი წარმოების განვითარება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ის მიმართულებები დაასახელა, სადაც არის განვითარების პოტენციალი, თუმცა ნაკლებადაა ათვისებული.
"კიდევ ერთი მაგალითი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის თუნდაც ქვის ინდუსტრიის განვითარება. ჩვენ გვაქვს ათეულობით უმაღლესი ხარისხის მარმარილო, გრანიტი და სხვა სახის ქვის საბადოები, რომელიც ასევე იყო დაკონსერვებული და არავინ არ იყენებდა. მე მიხარია, რომ რამდენიმე ბიზნესმენმა, მეწარმემ უკვე გამოთქვა სურვილი ქვის ინდუსტრიის განვითარების საქართველოში.
რეალობა არის ის, რომ ჩვენ შემოგვაქვს მეზობელი სახელმწიფოებიდან უხარისხო, სხვადასხვა სახის კერამიკული პროდუქცია, ხარისხიანიც შემოდის რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში უხარისხოზე და ძვირადღირებულზე, რაც მთავარია. ჩვენ შეგვიძლია გაცილებით დაბალ ფასად ვაწარმოოთ ადგილობრივი კერამიკული ფილები, მეტლახი და სხვადასხვა სახის ქვის პროდუქცია.
კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, წლების განმავლობაში, მეზობელი სახელმწიფო, რომელსაც არ დავასახელებ, იქაური ბიზნესმენები ყიდულობენ ადგილზე ზაფხულის ხილს, შემდეგ გააქვთ საკუთარ ქვეყანაში, ხდება ამ ხილის შენახვა სპეციალურ მაცივრებში და შემოდის უკან საქართველოში ზამთარში და ყიდიან ჩვენთან მოყვანილ ხილს სამჯერ ძვირად. მაშინ როდესაც ძალიან მარტივი არის, რომ ჩვენ აქ ადგილზე განვავითაროთ სამაცივრე მეურნეობა, სასაწყობე მეურნეობა.
რა გვიდგას წინ თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არის ასანთის წარმოება. რაც არის ელემენტარული, ამას სჭირდება 20 კვადრატული მეტრის საწარმოს დადგმა. რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანა, რომელიც მილიონობით ბოთლ წყალს აწარმოებს, ბოთლი შემოგვაქვს სხვა სახელმწიფოებიდან. რატომ არ შეგვიძლია, რომ თუნდაც ბოთლების წარმოება დავიწყოთ აქ. ამ მაგალითების მოყვანით მე მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რომ არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ნება, განვითარებულიყო ადგილობრივი წარმოება. მაგრამ ჩვენ პირობებში ეს ნება არის გამოხატული სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.