გიორგი მარგველაშვილი - 5 წელი „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებოდი სადაც იყო შეცდომები - ახლა თვითონ წაიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა საზოგადოებამ
29-10-2018, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების შედეგებით უნდა შეძლოს და წაიკითხოს საზოგადოების მთავარი გზავნილები. ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, შეცდომებსა და გასაკეთებელ საქმეებზე მისი პრეზიდნეტობის პერიოდში მმართველ გუნდს ყოველთვის მიუთითებდა, თუმცა, „ქართული ოცნებისგან" პასუხად მხოლოდ კრიტიკას და თავდასხმას იღებდა.

 

 

შეკითხვას, რა უთხრა ქართულმა საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით „ქართულ ოცნებას", გიორგი მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

 

 

„რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და მცდარი, ამაზე ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ღიად, მათ შორის, მედიით, ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია „ქართულ ოცნებას" და შემდეგ პარტია „ქართულ ოცნებას". მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე, ახლა თვითონ შეძლონ და წაიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა საზოგადოებამ. ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი, რომ ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, ამას ვეუბნებოდი. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში, მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი