გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველი არ აპატიებს პირველ ტურში მისი გამარჯვება ცესკოს მოაპარინოს და მოუწოდებს თამარ ჟვანიას, რომ მონაცემებში კორექტირება შეიტანონ
29-10-2018, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მეორე ტურში გასული „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ირწმუნება, რომ იგი პირველ ადგილზე იმყოფება და შესაბამისად, მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეიტანოს კორექტირება იმ მონაცემებში, რომელიც მის ვებვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს.

 


„ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ, ისევე როგორც მოვიგეთ პირველი ტური, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი არ გვაპატიებს, რომ თუნდაც ეს გამარჯვება მოვაპარინოთ - პირველი ტურის გამარჯვება. ამიტომ ცესკო-ს მინდა მივმართო თხოვნით, შეიტანეთ კორექტივები, აღიარეთ შეცდომები და სულ ნუ ააფეთქებთ იმ მცირე ნდობას, რომელიც თქვენ მიმართ აქვს დარჩენილი საქართველოს ამომრჩეველს“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე ცესკოს ოფიციალური პირველადი მონაცემებით მეორე ადგლზე გასულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

ვაშაძემ, როგორც ეს თავად განაცხადა, გაყალბების ამსახველი დოკუმენტები წარადგინა და ასობით ოქმიდან რამდენიმე წარმოადგინა.

 

 

„4 რეგიონი, სადაც შევარდნაძის დროიდან შემორჩენილი ტექნოლოგიებით და ტრიუკებით, ჩაყრებით, კარუსელებით და ა.შ. მუდმივად აყალბებენ არჩევნებს, 90-იან წლებში და ეხლა, გადმოიღეს ეს დღეს. ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი და მარნეული. ერთი ხელით შევსებული ორი ოქმი, სადაც ჩვენ ახალქალაქში გვაქვს აღებული ნული ხმა. ანუ იმ რაიონში არ ცხოვრობდა არავინ აბსოლუტურად, რომელიც 11-იდან რომელიმე პარტიის წევრი იქნებოდა, ან არ ცხოვრობდა არავინ, ვისაც ნათესავი ან კეთილმსურველი ჰყავს გაერთიანებულ ოპოზიციაში და არ ცხოვრობდა კერძოდ იმ უბანში არც ერთი ადამიანი, რომელიც ჭკუის დაკარგვამდე არ იყოს შეყვარებული ბიძინა ივანიშვილის კანდიდატზე. თქვენ ამის გჯერათ ერთი წუთით?!“, იკითხა გრიგოლ ვაშაძემ და ისევ ცესკოს მიმართა: „ის ძალიან მკაცრი დასკვნები, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები დადებენ, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ კორექტივები შეიტანოთ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი