„ყველანაირი შედეგით, მათ შორის პარალელური დათვლების შედეგითაც, ასევე, ჩვენს მიერ მიღებული შედეგებით, სადაც დათვლილია აბსოლუტურად ყველა უბნიდან მიღბული შემაჯამებელი ოქმები, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია. მან მოიპოვა ხმების 39.2%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 37.6%", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
„გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა, თბილისშიც და ეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. მერწმუნეთ, თბილისმა გააკეთა მართლაც ღირსეული არჩევანი, ვინაიდან ეს არჩევნები იყო ჩვენი ღირსების არჩევნები....
მიუხედავად იმისა, რომ დილის 08:00 საათიდან ჩვენ გვიწევდა ბრძოლა ყველა უბნისთვის, რადგან ჩვენ ვნახეთ გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევები თბილისში.... ყველაფერი ამის მიუხედავად, თბილისმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.