ზურაბ ჯაფარიძე: „მეორე ტურში ხმას მივცემ ადამიანს, რომელიც, რომ არა სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკი“
29-10-2018, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გირჩი“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს. ამის შესახებ ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს და მიზეზსაც განმარტავს. 

 

 

„სამი წელია, „გირჩი“ არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში, „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. „გირჩის“ ოფისშიც კი, არასოდეს, არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ. არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას.... რაც შეეხება პირადად ჩემ პოზიციას – ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ: ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი.

 

 

ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან.

 

 

მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი და, რომლის არჩევის შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს.

 

 

ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ: 1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია. 2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად და მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა. ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“, წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი