თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება.
ხიდაშელის განცხადებით, გუშინ არჩევნები „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო.
ხიდაშელი შედეგების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ოცნებამ“ თავი დაიმკვიდრა: უუნარობით, უსისტემობით, ქედმაღლობით, კორუფციისკენ მიდრეკილებით, არაპროფესიონალიზმით, ღირებულებების არ ქონით, მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით.
„მაშინ როცა ყველა მარცხსა და შეუსრულებელ დაპირებაზე „ჰეროკრატია" ჰქონდათ პასუხად, „ოცნებამ“ თავი დაიმკვიდრა: უუნარობით, უსისტემობით, ქედმაღლობით, კორუფციისკენ მიდრეკილებით, არაპროფესიონალიზმით, ღირებულებების არ ქონით, მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით, არაფერთან არანაირი კავშირის მქონე კანდიდატის მხარდაჭერით, მზარდი სიღარიბით, უპასუხოდ დარჩენილი სოციალური გამოწვევებით, სრულიად კარიკატურული პარლამენტის თავმჯდომარითა და პრემიერით და მთავრობით რომელთა დიდი ნაწილის სახელისა და გვარის გახსენებაზე პაუზა გვჭირდება. ხოდა თუკი მაინც „ნაცები“ მართავენ ამ ქვეყანას, რასაც გავიმეორებ, ბიძინა და „ოცნება“ 6 წელია ყველა მეგაფონიდან ამტკიცებენ, არც არაფერია საკვირველი შედეგებში. ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ზუსტად იმავე ადგილზე დგას. მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. იმის იქით არც არასოდეს გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა. ამიტომაც ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში.
პ.ს. იმედია არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება, რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, ისე ვირტუალურად კი არა, არითმეტიკულად, გუშინ „ნაცებმა“ მოუგეს არჩევნები“, აცხადებს თინა ხიდაშელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.