ევროკავშირი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა.
„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასების თანახმად, არჩევნები იყო „კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული“ და ქართველ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევდა.
გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.
ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად“, აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.