საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს, უნივერისტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და მის ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს.
"8 თებერვალი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი დღეა. 96 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დიდმა ქართველმა მეცნიერებმა დაარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში შეიქმნა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. სწორედ ამიტომ იქცა უნივერსიტეტი განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.
ვულოცავ უნივერისტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს. მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს და ყოველთვის შეასრულებს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას"- ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.