ჩვენ მეწარმეებს ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ არ გამოვიყენოთ თითოეული რესურსი. მაშინ როდესაც ჩვენ შევისწავლეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში არსებული რესურსები, ჩვენ ეს სურათი გვაქვს და ეს არის ხელმისაწვდომი და ჩვენ ამის პრეზენტაცია პირადად ჩავატარეთ. შეგვიძლია მეწარმეებთან ერთად აქტიურად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის "აწარმოე საქართველოში", ან იაფი აგროკრედიტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2% გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ჩვენს პირობებში ეს არის უნიკალური, ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან, მაშინ როდესაც არის სტაბილური გარემო და მაშინ როდესაც ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ნებართვა არსებობს, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს წინ აღარაფერი არ უნდა დაგვიდგეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა გაერთიანება და ერთბლივი ძალებით ეკონომიკის გაძლიერება.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. 50% ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ პროგრამის მნიშვნელობა და ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწავთ ამ პროგრამას და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, კონსულტაციები გავმართოთ ამ პროგრამების განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება რამდენიმე კომპონენტის დამატებას, იმისთვის, რომ პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს.
"რაც შეეხება 2 წლის შედეგებს, მოკლედ გეტყვით, რომ 90 სამრეწველო პროექტი უკვე დაფინანსდა ამ პროგრამით, ანუ იაფი აგროკრედიტის ფარგლებში 132 საწარმო დავაფინანსეთ და შეიქმნა რეალურად. ამის მედიატურიც მოეწყო. რაც შეეხება "აწარმოე საქართველოს", 90 სამრეწველო პროექტია, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 250 მილიონ ლარს. მინდა კომერციულ ბანკებს გადავუხადო მადლობა, რომ არა მათი ჩართულობა, ეს პროგრამები რა თქმა უნდა, ვერ დაფინანსდებოდა, მათი მეშვეობით 122 მილიონი ლარია გაცემული და ყველანაირი გათვლებით, ჩვენ ფიქრობთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 5 ათასი სამუშაო ადგილი, მე ვსაუბრობ უახლოეს 2-3 წელიწადზე. ეს არის რეალური წინსვლის დასტური, ეს არის ნათელი შედეგი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ, ბანკებმა, კერძო სექტორმა ერთად გავაკეთოთ კარგი საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას წაადგება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის მთავარია ეკონომიკის განვითარება და ამის დასაძლევად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ირაკლი ღარ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.