გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი ვიდეოკადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ვიდეოში თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ უბანზე მომხდარი ფაქტია ასახული.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, უბანზე მისულ მოქალაქეს, რომელიც ბიულეტინის ჩასადებად კომისიის წევრთან მივიდა, რათა კონვერტი აეღო, კონვერტში ჩადებული ბიულეტენი დახვდა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული.
„კომისიის წევრს უბრალოდ შეეშალა ამომრჩეველი, რომლისთვისაც უნდა მიეცა უკვე შემოხაზული, გამზადებული ბიულეტენი, მოხდა ჩოჩქოლი რაზეც რეაგირება მოახდინეს ჩვენმა წარმომადგენლებმა.
მოვითხოვთ უკვე არა ჟვანიასგან, იმიტომ რომ ჟვანიას სისხლის სამართლის საკითხი ცალკე უნდა დადგეს ასეთი ფაქტების გამო. მოვითხოვთ, პროკურატურისგან, რომ დაკავებული იქნას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ყველა წევრი", აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.