გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი
30-10-2018, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოითხოვა.

 

 

„დღეს, ჩვენ ვიხილეთ დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, იქნება სამოქალაქო ომი.... როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია, ვინაიდან დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კატასტროფული ფაქტი ახალქალაქში. კერძოდ, „ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა მის ძმას და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს „ქართული ოცნებიდან", რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი.... როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს არჩვენების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე. ეს სწორედ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და თუ ხელისუფლებას რა სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და არეულობით და ომით იმუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ინსპირატორი არის სწორედ ხელისუფლება და სწორედ ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სალომე ზურაბშვილი დანებდეს", განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

შსს-მ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი