ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის გამო შესაბამისი კომპანიები და თბოელექტროსადგურები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს დ მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
"ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ მისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს. ამის გამო კომპანიები, თბოსადგურები, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია, ასევე ძალიან დიდია წილი გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.