მამუკა მდინარაძე: პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე - მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის
30-10-2018, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მისივე განმარტებით, ცვლილებები მინისტრთა კაბინეტს არ შეეხება.

 

 

როგორც მდინარაძემ დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ და დღეს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არ ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

 

 

„დღის განმავლობაში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა. ბევრი რამ არის შტაბში გადასალაგებელი, მათ შორის პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავთ ახალი სახეების შემოსვლას. ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს პატია თავის მუშაობას და შედეგებიც იქნება ადეკვატური....

 

 

პარტიაში საუბარია გადახალისებაზე, ახალი წევრების შემოყვანაზე, მათ შორის, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის სოციალური მდგომარეობა. ადამიანებს ამ მიმართულებით მეტი დინამიკა, მეტი ტემპი სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა არის, მოქალაქეებთან კოორდინაცია სწრაფად და მეტად განახორციელოს. ასევე, გარკვეული საკითხები დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მათ შორის კომუნიკაციის კუთხით. ძალიან ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რასაც ვაკეთებთ, ისიც არ მიდის საზოგადოებამდე. მინისტრების ცვლილებაზე საუბარი არ არის", განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი