„ძალიან მახარებს მთავრობის წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ გააცნობიერეს ხალხის გზავნილი და მზად არიან, აღიარონ და გამოასწორონ თავიანთი შეცდომები", აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანმა, პაატა ბურულაძემ გააკეთა.
„მინდა, ვუთხრა მათ, რა არის მთავარი პრობლემა, იგივეს გეტყვით ნებისმიერი მოქალაქე ქუჩაში რომ გააჩეროთ - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები, რომლებიც ყველაფერზე თავს უქნევენ, მაგრამ ასე არ გამოდის - თავისუფალი ხალხი არ შეიძლება, მართოს მონამ, ეს შეუძლებელია", განაცხადა ბურჭულაძემ, რომელმაც ასევე მიმართა პროკურატურას და მოუწოდა, რომ დახურონ ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ აღძრული „სამარცხვინო საქმე".
„ძალიან რთულია ფონდის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს შეცდომა დავარქვა, მაგრამ გამოდით და აღიარეთ, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე. არ მგონია, რომ „ქართული ოცნების" რომელიმე წევრს სჯეროდეს იმ ცილისწამების, მაგრამ უკვე მეორე წელია, ხდება ფონდის და ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს, რომ ივანიშვილს არ აწყენინოს - ეს არ არის მონობა?
ძალადობა დაიწყო ფონდ „იავნანათი" და მივიდნენ ახალქალაქამდე. სანამ დროა, გონს მოეგეთ, ნუ დარჩებით მონებად, მიიღეთ სასიკეთო გადაწყვეტილებები, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს, გამოდიდ და უთხარით ქართველ ხალხს, დახურეთ ეს საქმე", განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.