საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა. ლატვიელ გენერალს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიისა და საქართველოს სპეციალურ ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებსა და ორმხრივ გაცვლით სწავლებებზე ისაუბრეს. გენერალ-ლეიტენანტმა ბაზაზე არსებული შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერა.
დღესვე გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი (JTEC) დაათვალიერა. JTEC-ის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ ლატვიელ სტუმარს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. მხარეებმა 2018 წლის ექსპერტების საგანმანათლებლო კუთხით წლიური ვიზიტები შეაჯამეს, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში. საუბარი ასევე, შეეხო 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების საკითხში.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი ბათუმში „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) დაესწრება. გენერალი-ლეიტენანტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასაც მოინახულებს და აჭარის რეგიონში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე გამოფენილ ტექნიკასაც დაათვალიერებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.