საქალაქო სასამართლოში მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პროცესი გაიმართა. მას ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე, ზეწოლა ედება ბრალად.
დღევანდელ პროცესზე სწორედ კალანდია დაიკითხა. პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა.
როგორც ბრალდების მხარე ამბობს, მიხეილ კალანდიას არ შეუცვლია გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა, უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
„მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და ისაუბრა ბრალდების შემადგენელ კონკრეტულ ელემენტებზე და დეტალებზე", განაცხადა საქმის პროკურორმა.
მერაბ მორჩაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ შესაფასებელია სანდოობის საკითხი მიხეილ კალანდიას ჩვენებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.