„ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა, ასევე მას მხარი დაუჭირა მადლობა უხდის.
ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ასევე „ქართულ ოცნებასა“ და „ოცნების“ აქტვისტებს.
„პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი და ხმა მომცა. ყველას, ვინც ძალიან დიდხანს, ეს ბოლო ორი-სამი თვე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, შტაბის მხარდამჭერებს და უბრალო ადამიანებს, ვინც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ ამ კამპანიაში და იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები , ყველაზე გულწრფელი დამცველები. ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.