მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის აპირებს კანდიდატურის მოხსნას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვაშაძეს და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს და მეორე ტურისთვის მზად არის.
„ყველაფრის მიუხედავად - ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას... ამის მიუხედავად - პირველი ადგილი პირველ ტურში.
„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა... და რა?.. - ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?.. და რა?.. - მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? - არა!. მგონი არ მიცნობენ - კახელიც ვარ და მეგრელიც: ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის - იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის - როგორი გვინდა საქართველო და ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი, მივდივარ ბრძოლაში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.