ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „იმედი“ წინასაარჩევნოდ საეთერო ბადეს ცვლის. თოქ-შოუ„პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.
„წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.
თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.
რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი „იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა“, აღნიშნულია „იმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს სიუჟეტი - „გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის პერსპექტივა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.