კახა კუკავა: ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შინაგან საქმეთა მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იმავეს დაიწყებენ
30-10-2018, 23:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა,და ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა, რომ პირადად მე მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი არც ერთ კანდიდატს არ უნდა დავუჭიროთ.

 

 

კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში, მას კონსულტაციები ჰქონდა საკუთარი გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან, მაგრამ ერთიანი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

 

 

მისი თქმით, როგორც გრიგოლ ვაშაძის არ სჯერა, ისე არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის. 

 

 

„რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდები, თუ ჩემი რომელიმე მხარდამჭერი ხმას მისცემს რომელიმე კანდიდატს, მაგრამ მე პირადად, ხმის მიცემას არც ერთი მათგანისთვის არ ვაპირებ. აგიხსნით, რატომ – რამდენიმე საათის წინ ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ვერ დავინახე, რომ მან ერთი შეცდომა მაინც დაინახა. ვერ დავინახე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადააფასა. ერთი თანამდებობის პირი მაინც გადადგა?! კონსტიტუციაზე, საარჩევნო კოდექსზე, ან სამართლიანობის აღდგენაზე რამე კონკრეტული თქვეს, რის შეცვლას აპირებენ?!

 

 

ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შინაგან საქმეთა მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იგივეს დაიწყებენ. ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არც იმაზე მინდა, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივცეთ და მეორე დღიდან თალაკვაძემ და მდინარაძემ ისევ უტიფარი ნოტაციები გვიკითხონ“, განაცხადა კუკავამ.

 

კომენტარები: 1
#1   მწყემსი
      
ბობოლებიზოგ პარტიას მხარდაჭერას ავალებენ, ზოგსაც დაპირისპირებას, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მტკიცედ გაიხლიჩოს, რომ მერე ადვილად დაუპირისპირდნენ.მე ეს გაცნობეთ და ეხლა როგორც გენებოთ!

ბობოლები ზოგ პარტიას მხარდაჭერას ავალებენ, ზოგსაც დაპირისპირებას, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მტკიცედ გაიხლიჩოს, რომ მერე ადვილად დაუპირისპირდნენ.მე ეს გაცნობეთ და ეხლა როგორც გენებოთ! - უკეთესი იქნება თუ ამ პოსტის გაუქმებაზე მომართავთ ტქვენს აზროვნებას.
30 ოქტომბერი 2018 15:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი