გრიგოლ ვაშაძე: „არავითარი რევანში, არავითარი სამოქალაქო ომი, არავითარი დაპირისპირება“
30-10-2018, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრისას  „არჩევანის“  ეთერში განაცხადა, რომ სადარბაზოდან დაწყებული, შტაბის შემოსასვლელამდე და შტაბში თვითონ შიგნით, სისხლით არის დაფარული. შეიარაღებული ხალხი დაესხა თავს 4 ადამიანს, უმოწყალოდ გაუსწორდნენ მათ.

 

 

ვაშაძის თქმით, ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები აქვთ მიყენებული.

 

 

ვაშაძე ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის აქტივისტებს უკვე მესამედ გაუსწორდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფიზიკურად.გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებენ, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი მოხდება.

 

 

გრიგოლ ვაშაძე ასევე ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის გეგმავს პოლიტპატიმრების შეწყალებას. მისი თქმით, შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ მოსახლეობის შეშინებას.

 

 

ვაშაძე ამბობს, რომ თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალება არ სჭირდება და ყველა სამართლებრივ კითხვას პასუხს გასცემს. ის ასევე ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემებით, მან პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურს მოიგებს.

 

 

„ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც სახელმწიფო არ გვყავს, გასული არის მომსახურეობის ზონიდან და აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, თუ რაიმე სხვა შტო ჩვენი ხელისუფლების, მას მართავენ ისევე, როგორ რეგიონებს, შეიარაღებული ბანდები. ჩვენ ვლაპარაკობდით ფარცხალაძის შეიარაღებულ ბანდაზე, ჩვენ ვლაპარაკობდით სუბელიანი შეიარაღებულ ბანდაზე, აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრს, მკოიანს ჰყავს თავისი შეიარაღებული უკანონო დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება.

 

 

არავითარი რევანში, არავითარი სამოქალაქო ომი, არავითარი დაპირისპირება, არავითარი ოპოზიციის ან პოლიტიკური ოპონენტების ჩაგვრა, დაშინება და მათთან ფიზიკურად გასწორება არ იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გადასარჩენი.

 

 

მე მკითხეს, გაქვთ თუ არა სურვილი ამის გაკეთების, მე ვთქვი, რომ მაქვს და აუცილებლად ვეცდები ამის გაკეთებას, მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა და გვაქვს პროცედურა, სანამ რაიმე მოხდება, მოსმენილ უნდა იქნას, მათ შორის, პროკურატურა, რომელიც დღეს მთლიანად „ქართული ოცნების“ კონტიგენტით არის დაკომპლექტებული. უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადამიანების აზრი, რომელიც შეწყალების კომისიაში იქნებიან და რას ჰქვია, რომ მე შევიწყალებ, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე შევიწყალებ, შეიწყალებს სახელმწიფო და შეიწყალებს იმის შესაბამისად, რა კანონმდებლობა გვაქვს საქართველოში.

 

 

დავალება იყო მიღებული, რომ რამენაირად ე.წ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ყოფილიყო პირველ ტურში პირველ ადგილზე. მაგრამ პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, გამარჯვება ჩვენი არის და მოვიგებთ ჩვენ ამ არჩევნებს მეორე ტურში“, განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი