[ვიდეო] ნინოწმინდის და ახალქალაქის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას
31-10-2018, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანი სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალას ავრცელებს, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა.

 


პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.

 

 

 


მკოიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალაში, ნათლად ჩანს, როგორც ესხმიან თავს ვაშაძის შტაბის წევრები მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აზიანებენ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

 


„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, აცხადებს ენზელ მკოიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი