მიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ ვინმეს შეწყალების თხოვნით მივმართო - ვისი რა შესაწყალებელი მჭირს, ალბათ, ვიღაცაში გერევით
31-10-2018, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს.

 

 

სააკაშვილი ამბობს, რომ „არავისი შესაწყალებელი არაფერი მჭირს", რადგან როგორც, მესამე პრეზიდენტი აცხადებს, არაფერი დაუშავებია „ქართული სახელმწიფოს აშენების გარდა" და საკუთარ უფლებებს დაიცავს სასამართლოში, როცა ის „ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლდება".

 

 

„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის. ვისი რა შესაწყალებელი მჭირს. ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს და მე არც ერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო.... მე არ ვაპირებ შეწყალების თხოვნას, გრიგოლ ვაშაძეს არ მოუწევს ჩემი შეწყალება. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას, როცა საქართველოში იქნება ნორმალური სასამართლო. მე ამას მივაღწევ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პირდაპირი ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი