სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
31-10-2018, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.

 


ვიზიტის ფარგლებში, არტაანის გუბერნატორს, მეჰმეთ ემინ ბილმეზსა და ქართველ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

 

ბესიკ ამირანაშვილმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორ რეგიონს შორის ახალი ურთიერთობების დამყარება და უკვე არსებულის განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

 

 

არტაანის გუბერნატორის ხუთკაციანი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ერთ დღეს გაგრძელდა.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი