გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ახალი დეტალები გაარკვია.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარი ძალებით დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა, მისი შედეგები კი, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავად ვაშაძემ გაასაჯაროვა.
„მთელი ღამის მანძილზე ჩვენ მოვახდინეთ მობილიზება ექსპერტ-კრიმინალისტების, გამომძიებლების, იურისტების და ადვოკატების და მთელი ღამე ვადგენდით, რა მოხდა ახალქალაქში. მინდა დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ინხიდენტი დაიწყო 11-დან 12-ის ნახევრამდე შუალედში, როდესაც მიშა აღაბალიანს მიჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიაში საჩივარი, რითაც ჩვენ ვითხოვდით კონკრეტული უბნების გაუქმებას, რადგან ტოტალური გაყალბების ფაქტები გვაქვს წარდგენილი ამ შემთხვევაში. გზად, როცა ის მიდიოდა საარჩევნო კომისიაში, მას თავს დაესხა 20-მდე შეიარაღებული ადამიანი. ამ თავდასხმაში პერსონალურად, პირადად მონაწილეობდა ენზელ მკოიანი - „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. თვითონ მან პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს და ცემა გრძელდებოდა, დაახლოებით, 10-15 წუთის მანძილზე და უმძიმეს მდოგმარეობაში დატოვეს მიშა აღაბალიანი ქუჩაში ნაცემი. ის ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, მანქანაში ჩაჯდომის წინ, კიდევ დაესხა თავს პირადად ენზელ მკოიანი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა მას. ამის შემდგომ, ეს დაჯგუფება, რომელსაც კიდევ დაემატა რამდენიმე ადამიანი, მივარდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან. შტაბის წინ იმყოფებოდნენ აბრაამ აბრაჰამიანი და ტიგრან აბრაჰამიანი. აბრააჰამ აბრაჰამიანი და მიშა აღაბალიანი - ორივე იყო ჩვენი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სასტკად გაუსწორდენენ - იყვნენ შეიარაღებულები ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღებით და ამ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ენზელ მკოიანის ძმა - არტურ მკოიანი და მისი შვილი. ამის შემდეგ, აშოტ რაისიანი - შტაბის ხელმძღვანელი ჩამოვიდა სიტუაციის განსატვირთად და ისიც სასტიკად არის ნაცემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებები, ეს არის პირადობის მოწმობა ენზელ მკოიანის ძმის, რომელსაც საფულე დაუვარდა. არსებობს ვიდეოგადაღება დეტალური", განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.