მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"უკვე 90-მდე კომპანიაა ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს პროგრამა გაფართოვდა და ახალი პროექტები დაემატა, რომელთა შორისაცაა რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარება – საუბარია სამ და ოთხ-ვარსკვლავიან სასტუმროებზე. ამას გარდა, დავიწყეთ საქართველოში კინოს გადაღების წახალისების პროგრამა, რაც ასევე მოიცავს გარკვეულ ფინანსურ კომპონენტებს ამ დარგის წახალისებისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.