საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნულ არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ხმების 3.74% მიიღო - მას მხარი 59 649 მოქალაქემ დაუჭირა.
შალვა ნათელაშვილი თავის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „ათეული ათასობით ჩვენმა მოქალაქემ მილიონების წვიმაში მოგვცა თავისი უანგარო ხმა".
„ლეიბორისტული პარიტის" ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
„დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე, ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო - ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული ნარკორეჟიმის შეცვლას. მთავარია, ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უკვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა. დღეს, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოეგოს, სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე საუბარს თავი დაანებოს, თორე ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირებაო - ამ პოსტულატს კიდევ ერთხელ გადახედოს და გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შეიკრიბოს ეს მილიონერებით სავსე, გაბრიზგულ სახლის მქონე დეპუტატები საგანგებო სესიაზე დაუყოვნებლივ და გამოაცხადონ თვითდაშლა.... მეორე და მესამე ტური ვერ გიშველით - თქვენი ჩამოშლა დაწყებულია", განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.