ია მეტრეველი: „ქვეყანა დგას ნამდვილად სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე... თქვენ ერთი წუთით თუ წარმოგიდგენიათ, ხუთმაგად გააფთრებული მიშა, სისხლიანი მიშა, რომელიც აპირებს დაბრუნებას“
31-10-2018, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგანგებო შტაბს ვქმნით და ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას, მოხდება მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხალხი არ დაუშვებს,- განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, რომელმაც პრესკონფერენცია იური ვაზაგაშვილის დასთან, მანანა ვაზაგაშვილთან, სულხან მოლაშვილის მამასთან, თამაზ მოლაშვილთან, გია კრიალაშვილის დასთან, ლია კრიალაშვილთან და ვახტანგ მაიასაიას მეუღლესთან, ელენე მაღრაძესთან ერთად გამართა.

 


მან აღნიშნა, რომ „ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი... თქვენ ერთი წუთით თუ წარმოგიდგენიათ, ხუთმაგად გააფთრებული მიშა, სისხლიანი მიშა, რომელიც აპირებს დაბრუნებას. ქვეყანა დგას ნამდვილად სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე“.

 


„ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, საგანგებოდ შევკრებილიყავით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახის წევრები. მინდა, მოგმართოთ იმ ადამიანებს, იმ კეთილგონიერ ხალხს, რომლებმაც 2012 წლის გამარჯვება მოვიტანეთ ჩვენი დიდი ბრძოლით, სისხლით და დღეს ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, თქვენ უბრალოდ არ მოხვედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ხართ ნამდვილად სამართლიანად განაწყენებული და გულდაწყვეტილი. ხალხში არის ნიჰილიზმი, რამაც გამოიწვია ეს შედეგები, რომ მოაზროვნე ხალხის სამოცი პროცენტი არ მოვიდა არჩევნებზე. მინდა, მოგმართოთ ჩემო თანამებრძოლებო, მართლაც რამდენი ვიბრძოლეთ ერთად, გავიხსენოთ შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები – სულხან მოლაშვილი, შვილი, რომელიც სიკვდილის ბოლო წუთამდე იბრძოდა. გაიხსენეთ იური ვაზაგაშვილი. ის ხომ ბრძოლაში მოკლეს და სასტიკად მოკლეს, შვილის საფლავზე დააკლეს. მინდა, გაგახსენოთ ირინა ენუქიძის შვილი. რას ვეუბნებით ენუქიძის სულს, სანდროს სულს, იმ დახვრეტილი ბიჭების სულებს, რომლებისთვისაც სამართალი ჯერ კიდევ არ დამდგარა.

 


„მეც თქვენსავით ვარ გულდაწყვეტილი და ალბათ ყველაზე მეტად გაბრაზებული მე უნდა ვიყო, რადგან ექვსი წელია, სასამართლოებში დავდივარ და ჩემი შვილის უკანასკნელ წუთებს, სიკვდილს როგორ ებრძოდა, ამას მასმენინებენ. ექვსი წელია, ვითმენ ჩემი შვილის მკვლელებისგან ასეთ შეურაცხყოფას. განა მე არ ვარ განაწყენებული, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, უნდა გადავდოთ ჩვენი წყენა, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს გადარჩენაზე. თქვენ ერთი წუთით თუ წარმოგიდგენიათ, ხუთმაგად გააფთრებული მიშა, სისხლიანი მიშა, რომელიც აპირებს დაბრუნებას. ქვეყანა დგას ნამდვილად სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. აუცილებლად დატრიალდება უბედურება ქვეყანაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხალხი არ დაუშვებს“, განაცხადა ია მეტრეველმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
მე სადისტი სააკაშვილის დაბრუნება წარმოუდგენელი მგონია თუ მას არ დაეხმარა ქართული ოცნება! ერთადერთი ძალა, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება შეუძლია, ეს არის ქართული ოცნების ლიდერების შეგნებული და შეუგნებელი ის მოქმედებები, რომლითაც მიზანმიმართულად ანგრევენ საქართველოს და ანადგურებენ ქართველ ერს! კრიმინალზე გაცილებით საშიშია კრიმინალის დამცავი და კრიმინალის ხელისუფლებაში მომყვანი ხელისუფლება!
2 ნოემბერი 2018 03:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი