რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, უთხრა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას მეორე ტურის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას შემდეგ სთხოვეს, რაც მან „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი, იქ გამართულ კონსულტაციის შემდეგ დატოვა.
„გამარჯვება მეორე ტურში. მაცადეთ ახლა, გამიშვით. რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ... დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. მეორე ტური წარმატებულია. გავიმარჯვე", თქვა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრა „ქართული ოცნების" ოფისში ამ დროისთვის დასრულებულია. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ კონსულტაციას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.