გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის, აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის გარდა, ვაშაძე პრეზიდენტობის შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადენლებსაც შეიწყალებს.
„ეს ორი კანდიდატი არიან ისინი, ვინც არიან და ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვფიქრობ და მე მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი. მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი, თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა ის ადამიანები ვინც დღეს ან ქართულ საპატიმროებში არიან ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში ანუ ვისი ექსტრადაციაც მოთხოვნილია", უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.