ნათია მეზვრიშვილი: ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ
31-10-2018, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

 

 

„მიუღებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართ ულტიმატუმის ენით საუბარი და რაღაც ვადების დაწესება, რომ თუ 24 და 48 საათში არ იქნება ეს საქმე გამოძიებული და ა.შ. გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, საჭიროა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

 

 

საგამოძიებო მოქმედებებს დრო სჭირდება და გაწერილია პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როცა დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს არ ცხადდებიან. ამის მიუხედავად დავიცდით, როცა სურვილი ექნებათ, მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ არის, თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაზე მოქმდებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო", აცხადებს მეზვრიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი