რომან გოცირიძე: ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ ვითარება აამღვრიონ და როგორმე მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ - ვერავითარ თევზს ვერ დაიჭერენ
31-10-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სიცრუეს უწოდებს.

 

 

„ეს განცხადება არის სიცრუე. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანები, რომლებსაც დაესხა თავს ბრბო, არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არ იყვნენ დაინტერესებულნი სიმართლის დადგენით. ან ჩვენ ოპოზიციას არ გვინდა, რომ ობიექტურად გამოძიებული იქნას ეს პროცესი? ეს არის მცდელობა გუშინდელი ბარბაროსული ფაქტის გამართლების და უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს.... ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. მსგავსი განცხადებების საწინააღმდეგოდ იყო დღეს ჩვენი პოზიცია გამოხატული პარლამენტის სხდომაზე, ვინაიდან ხელისუფლებას აწყობს დესტაბილიზაცია. მათ უნდათ, რომ ვითარება აამღვრიონ და როგორმე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი. მაგრამ ვერავითარ თევზს ვერ დაიჭერენ. მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ეღირსება მეორე ტურში გამარჯვებას", განაცხადა რომან გოცირიძემ „TV პირველის" ეთერში ჩართვისას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

 

 

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი