ვალერი გელბახიანი: „თუ ბიძინას ოდნავ მაინც ჰყოფნის ეს ქართული თავმოყვარეობა, სასწრაფოდ მოახსნევინოს კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს და აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება“
31-10-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იცით, რა იქნება ყველაზე ჭეშმარიტი გამოსავალი, თუ ბიძინას ოდნავ მაინც ჰყოფნის ეს ქართული თავმოყვარეობა, მოახსნევინოს სასწრაფოდ კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს და აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება. ეს იქნება მისი ღირსეული გამოსავალი“, - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ასლან აბაშიძის „აღორძინების“ ბლოკიდან, ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას.

 


„თუ კიდევ შეეცდებიან იმას, რომ არიქა, რაღაცა გაუგონარი ბერკეტებით არჩევნების შედეგები უნდა დავდოთ, ვერანაირ შედეგებს ვერ დადებთ, რადგან ნებისმიერ დიდ ქალაქში ვაშაძე დიდი უპირატესობით იგებს“, აღნიშნა გელბახიანმა და დაამატა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ამომრჩეველი არ ჰყავს და მას რისი რესურსიც ჰქონდა, იმის მაქსიმუმი უკვე გამოიყენა, ამაზე მეტ ამომრჩეველს „ის ვეღარ მოიყვანს, ეს არის ტყუილი“.

 


„ამ მომაბეზრებელმა სახეებმა, რომ აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის ფულს თურმე იყენებენ საკუთარი ბიზნესისთვის, და დედასაც კი გვარი შეუცვალა ბესელიამ, წარმოიდგინეთ, რა იკადრა, ნამუსი სად არის? არც ნამუსია და არც სინდისი არ არის. მორალი ხომ აღარ არის და აღარ არის. ეს მატყუარა, გასუქებული ხელისუფლება დღეს ნაცარს აყრის საქართველოს მოსახლეობას და ეუბნება, რომ არა, მაინც მე ვარ. არა ხართ, ქართველმა ხალხმა გითხრათ არა! 2012-ში ხომ უთხრა ნაცმოძრაობას არა, წავიდნენ ისინი, მოხვედით თქვენ ხომ?!დაგეხმარეთ ამაში, ახლა თქვენ გითხრეს არა, წაბრძანდით ბატონო, არავის არ უჩუქებია თქვენთვის ეს ქვეყანა. და მერე გვეუბნებიან, თქვენ ნაციონალური მოძრაობა ხართ, თქვენ იმათ უჭერთ მხარს. არა, მე ვუჭერ საართველოს მომავალს მხარს... არ შეიძლება დამკვიდრდეს საბჭოთა სისტემის გადმონაშთებით მართვა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვიბრძვით ამისთვის... სად არის ის წართმეული ქონება დაბრუნებული, გვანახონ. ვოლსკიმ თქვა, რომ მილიონობით ქონება დავაბრუნეთო, დაგვანახონ რა ქონება დაბრუნდა. მე ვიცი ერთი მაგალითი მაგალითად. ღვინის ქარხანა გამოაცხადეს, დავაბრუნეთ, სამი წლის წინ გამოაცხადეს, დღემდე დადის ეს ხალხი სასამართლოში, დღემდე, ვერ დაიბრუნეს. როცა ასე ატყუებთ და ნაცარს აყრით თვალებში... რომელი ცნობილი საქმე გამოიძიეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმ ხელისუფლებას ჰყავს ერთი გირგვლიანი, ამათ ჰყავთ 15 გირგვლიანი... რომელი სასამართლო შეცვალეს, რომელი პროკურატურა შეცვალეს. ამ შემთხვევაში ყალიბდებოდა მაფიოზური სტრუქტურა და ყველა დარგში იმართებოდა არა სახელმწიფოებრივი მეთოდოლოგიით, არამედ იმართებოდა მაფიოზური მეთოდოლოგიით, ანუ ქურდული მენტალიტეტი გახდა მთავარი მეთოდიკა მართვისა ქვეყანაში და ხალხს ეუბნებიან, რატომ მიეცით ხმას ნაცებს? არჩევნებში ხალხმა ნაცებს კი არ მისცა ხმა, გამოგიცხადათ უნდობლობა თქვენ და ეს ვერ გაიგეთ თქვენ. ის მოხდა, რომ თქვენ უარს გეუბნებიან და აი, მე რომ მე ვარ, არ მიმიცია ღმერთს გეფიცებით, ხმა ნაცებისთვის, ავდგები ახლა და მივალ და მივცემ იმ ნაცებს ხმას. აი, ეს იქნება პასუხი ჩემგან იმ უტიფრობაზე, რასაც დღეს თქვენ აცხადებთ“, განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

კომენტარები: 1
#1   diana
      
ვაშაძეს გამარჯვება ბნედიანის გამარჯვება არ არის შე ღორო?!ამათი სახეები მოგბეზრდა და გნაცების სახეები არა?
შენც კაი უსინდისო არაკაცი ხარ am
1 ნოემბერი 2018 15:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი