აიკრძალება თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა საქართველოში, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება
07-07-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს და ეს, სახელმწიფო დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა.


"არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.


მან ასევე აქცენტი გააკეთა მოძრაობის განტვირთვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მერიის მიერ მიღებულია და ცალკეული ტიპის ღონიძიებები, რომელსაც ახორციელებს, სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.


ნარმანიას თქმით, ამ მიზანს მოემსახურება ასევე ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება დედაქალაქში შემოყვანილი. თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ავტობუსების ზოლის გაკეთებას ქალაქის სხვადასხვა უბანში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი