გიორგი ქობულია თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
31-10-2018, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყეობის მინისტრს ბექირ პაკდემირლის შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას. კერძოდ, მინისტრებმა განიხილეს ხორცის ექსპორტის ზრდა საქართველოდან თურქეთში.

 

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკვე დაავალა სპეციალურ სამსახურს, რომ საქართველოში გამოიგზავნოს კომისია, რომელიც წამყვანი ადგილობრივი ხორცკომბინატების ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლის.

 

 

„ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სერტიფიცირებას და შეგვეძლება თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა. ამასთან, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვილაპარაკეთ თაფლის ექსპორტზე. აგრეთვე ინვესტორების მოზიდვაზე სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა თხილის წარმოება.

 

 

ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ სწრაფად გავაღრმავებთ ურთიერთობებს“,აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი