მიხეილ სააკაშვილი: ჩემს უფლებებს დავიცავ სასამართლოში, როგორც კი სასამართლო გათავისუფლდება ივანიშვილის პოლიტიკური წნეხისგან  
31-10-2018, 21:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არ გეგმავს. 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ სამართლებრივი გზებით გეგმავს. მისივე განცხადებით, პროკურატურას უნდა ჰყავდეს არასამთავრობო სექტორიდან შერჩეული ხელმძღვანელი და მოხდეს საქმეების სამართლიანი გამოძიება. 

 

 

„ხელისუფლებაში მოსვლა პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, ეს არის ივანიშვილის და მისი ამქარის სტილი. ჩვენ, განვსხვავდებით იმით, რომ გრიგოლ ვაშაძე მოდის ხელისუფლებაში საქართველოს გადასარჩენად და არა ვინმეს პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, თუნდაც ციხიდან გამოშვების პირადი პრობლემის გადასაწყვეტად, მით უმეტეს შეწყალების, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავადექით იმავე გზას, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლება, იმიტომ რომ ვიღაც გამოუშვან, ვიღაცას რაღაც გაუკეთონ, მაშინ აზრი არ აქვს ცვლილებას. ვაშაძე უნდა მოვიდეს იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელიც ყველას მიმართ იქნება სამართლიანი. სასამართლო გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან. იყოს არასამთავრობო სექტორის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი პროკურორი. როგორც კი საქართველოში იქნება დამოუკიდებელი პროკურორი, რომელზეც არ განხორციელდება არც ერთი პარტიის პოლიტიკური წნეხი, როგორც კი იქნებიან უზენაესი, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეული კვალიფიციური, ავტორიტეტული მოსამართლეები, როგორც კი საქართველოში იქნება საშუალება უფლებების სამართლებრივი დაცვის და ეს გაკეთდება ეგრევე, როგორც კი "ოცნება" წავა ხელისუფლებიდან, მაშინ აღარავის შეწყალების აუცილებლობა აღარ იქნება და ჩვენ მზად ვართ დაველოდოთ ამ მომენტს და არ წამოვწიოთ წინა პლანზე ჩვენი მოთხოვნები, იმიტომ რომ ეს იქნება არასწორი.

 

 

ჩვენ გვაქვს გადასარჩენი საქართველო და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა დავეხმაროთ და არა საკუთარ თავს. ვაშაძე მოდის ამისთვის და არა ვიღაცის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის განსხვავება ჩვენს და ივანიშვილის ჯგუფს შორის.

 

 

რაც შემეხება მე, მე არ ვაპირებ შეწყალების მოთხოვნით მივმართო გია ვაშაძეს, მიმაჩნია, რომ ჯერ ერთი, არც არაფერი ჩამიდენია და რატომ უნდა მივმართო, არ მიმიმართია არც მარგველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით და მე ჩემ უფლებებს დავიცავ სასამართლოში, როგორც კი სასამართლო გათავისუფლდება ივანიშვილის პოლიტიკური წნეხისგან და ეს მოხდება ძალიან მალე“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი